გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში ბურთის ფლობის მხრივ, “ბარსელონას” დიდი უპირატესობა ფლობდა. კატალონიელები ბურთს სათამაშო დროის 62%-ის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
- “ბარსას” ფეხბურთელებმა ბურთი 80-ჯერ მოიპოვეს, თავად კი 100-ჯერ დაკარგეს. “რეალს” 83 მოპოვება და 99 დაკარგვა ჰქონდა.
- სტუმრებმა 664 გადაცემა გააკეთეს, მასპინძლებმა – მხოლოდ 298.
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან, “ბარსამ” 5 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. კატალონიელებმა ზედიზედ მე-10 გასვლით “კლასიკოში” მოახერხეს გოლის გატანა და ახალი რეკორდი დაამყარეს.
- ჩავი ერნანდესმა “ელ კლასიკოში” 36-ედ ითამაშა. მას მხოლოდ ხენტო (44), სანჩისი (42), იერო (39) და რაული (37) უსწრებენ.
- მიმდინარე სეზონში, სესკ ფაბრეგასმა მე-9 გოლი გაიტანა, აქედან თასზე მე-2. ამ 9 ბურთიდან, ფაბრემ 8-ჯერ სტუმრად გაიტანა.
- პინტო “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თასის შვიდივე შეხვედრაში ითამაშა.
- “ბარსელონას” მაისურით, პედრომ თავისი მე-200 თამაში ჩაატარა. მან 124-ჯერ ლა ლიგაში, 40-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, 23-ჯერ თასზე, 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასზე, 4-ჯერ საკლუბო მუნდიალზე და 2-ჯერ ევროპის სუპერთასზე ითამაშა.
- ყველა მეტი ართმევა (16) პიკესა და არბელოას ჰქონდათ.