workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი მადრიდშია

გუნდი მადრიდშია

 

“ბარსელონა” უკვე მადრიდში იმყოფება და მოთამაშეები სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას ელოდებიან. გუნდის თვითმფრინავმა “ეს პრატის” აეროპორტი 11:00 საათზე დატოვა და ნახევარი საათის შემდეგ მადრიდში დაეშვა.

გუნდის დელეგაციას პრეზიდენტი, სანდრო როსელი ხელმძღვანელობდა. მას თან ახლდნენ ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და დირექტორები, ტონი ფრეიშა, პილარ გიუნოვარტი, ჟოან ბლადე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი და ხოსეპ რამონ ვიდალ–აბარკა.

ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრენისთანავე გუნდი სასტუმრო “Hotal Eurostars Madrid Tower”–ში დაბინავდა, სადაც მოთამაშეები შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალსა” და “ბარსელონას” შორის თბილისის დროით 23:55 საათზე დაოწყება.

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში