“ბარსელონას” განუმეორებელი ტრიო ბევჯერ ჰყოლია. იკითხავთ თუ ბევრჯერ ჰყოლია რაღა განუმეორებელიაო მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, მესი ჩავი ინიესტამდე განუმეორებელ ტრიოდ ლუის ენრიკე რივალდო და კლუივერტი ითვლებოდნენ. საბოლოოდ, ვიცით წარსული, ვიცით აწმყო, მაგრამ ვიცით მომავალი?
ტიაგო ალკანტარა
ტიაგო არც ჩავის, არც ინეისტას, არც ფაბრეგასის შემცვლელი არაა. მას აქვს საკუთარი სტილი, თამაშის მანერა, დრიბლინგი, პასი, ტექნიკა, დარტყმა, ინტელექტი, მოედნის ხედვა, დაცვა, ართმევა. ის თითქმის სრულყოფილი ფეხბურთელია. მან უკვე მოასწრო და პრე-სეზონში მოახერხე გუნდის ზურგით ტარება, როდესაც “ბაიერნის” და “მანჩესტერის” წინააღმდეგ ულამაზესი გოლები გაიტანა. მას შეუძლია ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ის შემტევია, ულამაზესი ფინტებით აფერადებს მატჩს, ანდაც მადრიდის “რეალის” სამ ფეხბურთელს პურზე უშვებს (მადრიდელებთან ბოდიშს ვიხდი), ის დაცვაშიც შეუდარებელია. ხშირად ხდება ის მსაჯების მსხვერპლი და ხშირად უფრიალებენ წითელ-ყვითელ ბარათებს, მაგრამ ეს მხოლოდ ასაკისა და გამოცდელობის ბრალია. მისთვის არ არსებობს სიტყვა შეუძლებელი. მან უკვე მოახერხა და ითამაშა შეუდარებლად სუპერ თასის მატჩში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. მან უკვე მოასწრო ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და კოპა დელ რეის თასის აწევა. ასაკი? 21 წლის.. ამ ასაკში პედრო როდრიგესი ჯერ კიდევ პირველი გუნდის დებიუტანტი გახლდათ. 21 წლის ასაკში ითამაშო ასე ლაღად და თან ასე დაღვინებულად, თითქოს ბურთს უკვე 30 წელია აგორებს და მისი ენა კარგად იცის. იმ ახალგაზრდებიდან, რომელიც ახლა “ბარსელონას” ან დუბლ შემადგენლობის წევირა, დამეთანხმეთ ტიაგო ყველაზე ნიჭიერი და ამავდროულად უკვე შემდგარი ფეხბურთელია. მხოლოდ ერთადერთი ფაქტორია ხელისშემშლელი. გაუთავებელი ტრავმები.
კრისტიან ტელიო
პეპ გვარდიოლას მორიგი აღმოჩენა (პედროსა და ბუსკეტსის შემდეგ). წელიწად ნახევრის წინ ალბათ კულეების უმეტესობამ მისი არსებობაც კი არ იცოდა. იშვიათია ფეხბურთელი, რომელიც ამხელა პროგრესს განიცდის, დუბლ შემადგენლობაში მყოფი მასზე გაცილებით დიდი ფეხბურთელები კი ვარჯიშსაც ვერ ახერხებენ პირველ გუნდთან. მას ეტყობა რომ ახალგაზრდა და გამოუცდელია, ხშირად უშვებს შეცდომებს, ხშირად არ ურტყამს კარში და ცდილობს რაიმე ახალი მოიგონოს, ეს ბუნებრივია. უნდა საკუთარი სტილი და საკუთარი სახელი დაამკვიდროს გუნდში. მაგრამ მისი ნიჭიერება უდავოა. ის სწრაფია, მოქნილი, კარგად ფლობს ბურთს, ხშირად თამაშობს ტექნიკურად. გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს და იბრძვის ბოლომდე. თითქოს დაუღალავია და ერთ ფლანგზე წინ და უკან სირბილი არც კი ეტყობა. ახალგაზრდებიდან ყველაზე მშრომელ ფეხბურთელებად ყოველთვის ტელიო და კუენკა სახელდებოდნენ. იქვე ერია ფონტასის და დოს სანტოსის სახელებიც. ამჟამად მას თითქმის არ ეძლევა შანსი. ტიტო სეზონის დასაწყისში მის დუბლ შემადგენლობაში დაბრუნებასაც კი აპირებდა. ახლა შეტევაში დიდი კონკურენციაა, ამიტომ ტელიო ხშირ შემთხვევაში იჩაგრება, ტიაგოს მსგავსად ისიც 21 წლისაა, თუმცა ისე მყარად ვერ დგას ფეხზე როგორც წარმოშობით ბრაზილიელი ალკანტარა.
ისააკ კუენკა
მსგავსად ზემოთ ორისა, ეს ყმაწვილიც 21 წლის გახლავთ. ისააკიც პეპ გვარდიოლას ჩაძირული განძია. დიახ, ჩაძირული, იმიტომ რომ ტრავმებმა გააწამეს, მისი სისწრაფე ტექნიკა და გოლაობა არ დასცალდა. პეპის ერაში თავად გვარდიოლა უპირატესობას კუენკას ანიჭებდა, მიზეზად კი მისი დაღვინებული და უკვე მომწიფებული ხასიათი სახელდებოდა. მართლაც ასეა. ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს. აქვე გავიხსენოთ წინა წლის მატჩი “გრანადასთან”. გუნდი თითქმის საბრძოლო შემადგენლობითაა, მესი, ინიესტა, ჩავი, სანჩესი, ბუსკეტსი, მაგრამ გამორჩეული მაინც ისააკ კუენკა იყო. აღნიშნა კიდეც კომენტატორმა, კუენკასავით რო ეთამაშა ერთი-ორ ფეხბურთელს “ბარსას” მხრიდან ახლა 2-0-იდან “გრანადა” ვერ ამოქაჩავდაო. მას შეუძლია იყოს გუნდის ლიდერი. შეუძლია გაუძღვეს შეტევას, შეუძლია გააკეთოს პასი ოღონდ საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში და არა იმისთვის, რომ გუნდმა ტიკი-ტაკა გააგრძელოს. კუენკა ამ ტრიოს ლიდერად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. არც გოლები არც ტექნიკა, არც პასი, არც დარტყმა არ უჭირს ამ ფეხბურთელს. ერთადერთი პრობლემა რაც ზემო ორ ფეხბურთელსაც ახასიეთებს ხშირი ტრავმიანობაა. თუ “ბარსელონას” ექიმები ამ ტრიოს კარგად მიხედავს მაშინ შეგვიძლია კიდევ დიდ ხანს დავტკბეთ ფეხბურთით და ლეო მესის ფეხბურთიდან წასვლის აღარ შეგვეშინდება.
აქვე ვიდეო სამივე ფეხბურთელზე:
[media=http://www.youtube.com/watch?v=sk0uljDoMGE]



