ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია არაერთ საკლუბო რეიტინგს აქვეყნებს. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო მსგავსება ისაა, რომ ყველგან “ბარსელონა” ლიდერობს. ასე მოხდა ამჯერადაც – “ბარსა” 21-ე საუკუნის საუკეთესო ევროპულ კლუბად დასახელდა.
“ბარსამ” 3224 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასული “მანჩსეტერი” დიდი სხვაობით ჩამოიტოვა. მე-3 ადგილზე “რეალია”.
21-ე საუკუნის საუკეთესო ევროპული კლუბების ათეული ასე გამოიყურება:
| 1. | ბარსელონა | ესპანეთი | 3.224,0 |
| 2. | მანჩესტერი | ინგლისი | 2.987,0 |
| 3. | რეალი | ესპანეთი | 2.828,0 |
| 4. | ბაიერნი | გერმანია | 2.814,0 |
| 5. | არსენალი | ინგლისი | 2.781,0 |
| 6. | ინტერი | იტალია | 2.777,0 |
| 7. | ლივერპული | ინგლისი | 2.730,0 |
| 8. | ჩელსი | ინგლისი | 2.691,0 |
| მილანი | იტალია | 2.691,0 | |
| 10. | ლიონი | საფრანგეთი | 2.348,0 |