“ბარსელონას” კარის დარაჯმა, ვიქტორ ვალდესმა კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“ოსასუნასთან” გამართული მატჩი “კამპ ნოუზე” ჩატარებული პირველი შეხვედრაა, რომელიც გუნდმა მას შემდეგ გამართა, რაც ვალდესმა კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა. “ბარსას” საშინაო არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი მეკარეს აპლოდისმენტებით შეხვდა, რის გამოც, ვალდესი მადლობელია.
“განსაკუთრებული თამაში იყო და 3 ქულა მოვიპოვეთ. საჭიროა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა განვაგრძოთ. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი.” – წერს ვალდესი Facebook-ის საშუალებით.