გუნდი კვლავ სრული შემადგენლობით ვარჯიშობს “მალაგასთან” გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ორშაბათის სესიაზე მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ ვარჯიშში ყველა მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას. დღევანდელ სესიაზე ასევე სრული შემადგენლობა იყო “სიუტატ ესპორტივაზე”, მათ შორის ისააკ კუენკა, რომელსაც თამაშის უფლება გუშინ მისცეს. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ დავიდ ვილია, მარკ მუნიესა და ერიკ აბიდალი. სესიის დასრულების შემდეგ ასტურიელ თავდამსხმელს ექიმებმა მწვანე აუნთეს.
“მალაგასთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში ხვალ
“ბარსელონას” ბოლო ვარჯიში ანდალუსიაში გამგზავრებამდე ხვალ, 11 საათზე გაიმართება. სესია “სიუტატ ესპორტივაზე” დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=gUrsLhR2CBI]
სურათები:




