ესპანეთის თასის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩის წინ, “მალაგას” მცველი მარტინ დემიკელისი აცხადებს, რომ “ბარსელონა” დაუმარცხებელი გუნდი არაა.
“გასულ უქმეებზე ყველამ ვნახეთ, რომ “ბარსა” დაუმარცხებელი გუნდი არაა. ორბურთიანი უპირატესობის დათმობა კატალონიელებსაც შესძლებიათ. ეს ფეხბურთია, ასეთები ხდება ხოლმე.
იმედი მაქვს, მომხდარის შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მცირედით მაინც შეეპარებათ. ჩვენ, “ბარსელონას” თასიდან გამოგდების დიდი სურვილი გვაქვს.
დარწმუნებული ვარ, რთული თამაში გველის. შესაძლოა, ამ მარცხმა, “ბარსელონა” პირიქით, გააბრაზოს და ამ შემთხვევაში, კატალონიელებთან თამაში ძალიან ძნელი იქნება.” – აცხადებს დემიკელისი.