ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონას” მოედანზე გასვლა მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს.
ესპანური პრესის ინფორმაციით გუშინ ტიტო ვილანოვა 10 დღით ნიუ–იორკში გაფრინდა, სადაც სარეაბილიტაცია კურსს გაივლის. შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ მწვრთნელი კონსულტაციაზე უკვე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამგვარად “მალაგასთან” გასამართ შეხვედრაში გუნდს მისი თანაშემწე, ჟორდი როურა უხელმძღვანელებს. ტიტო ასევე ვერ დაესწრება 21–ე ტურის შეხვედრას, სადაც “ბარსელონა” შინ “ოსასუნას” დაუპირისპირდება.