workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ველა: „არავინ იცის, როგორ უნდა დაამარცხოს „ბარსა“

ველა: „არავინ იცის, როგორ უნდა დაამარცხოს „ბარსა“

“რეალ სოსიედადის” მექსიკელი შემტევი კარლოს ველა აცხადებს, რომ არცერთმა ესპანურმა გუნდმა იცის, როგორ უნდა დაამარცხოს “ბარსელონა” და გამონაკლისი არც სან სებასტიანური კლუბია.

“არავინ იცის, როგორ უნდა დაამარცხოს “ბარსა”. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატალონიელები დაუმარცხებლები ვერ იქნებოდნენ.

ვეცდებით, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ იმ დროის განმავლობაში, როდესაც “ბარსელონა” ბურთს დაგვითმობს. იმედი მაქვს, მეტოქეს ცუდი დღე ექნება. თუ ასე არ მოხდება, ჩვენ ვერაფერს გავხდებით, კატალონიელები კი იმას გააკეთებენ, რასაც მოისურვებენ.

შეტევაში თამაში ძნელი იქნება, რადგან ბურთი მცირე დროის განმავლობაში გვექნება. თითქმის მთელი დრო მეტოქის დევნაში უნდა გავატაროთ და ეს რთულია. მაგრამ მოტივირებულნი ვართ და შევეცდებით, ჩვენი ყველა დარტყმა სახიფათო იყოს.” – აცხადებს კარლოს ველა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward