workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
7 ალტერნატივა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე

7 ალტერნატივა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე

ესპანური პრესის ინფორმაციით, როდრიგოს ტრანსფერი ჩაიშალა, “ბარსელონა” კი ისევ ფორვარდის ძიებაშია. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 31 იანვარს იკეტება, რა იმას ნიშნავს, რო, კატალონიელებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 3 დღე რჩებათ.

ამერიკულ გამოცემა Forbes-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 7 კანდიდატს, რომლებიც, შესაძლოა, “ბარსელონაში” სუარესის შემცვლელად ვიხილოთ.

კშიშტოფ პიონტეკი

“ჯენოადან” “სან სიროზე” გადასული პიონტეკისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოსვლამ უარყოფითად იმოქმედა. მან გუნდში თავისი ფუნქცია დაკარგა. პოლონელი ფეხბურთელი “მილანის” დატოვებას გეგმავს. მისი ტექნიკა და უნარები ნამდვილად ყურადღების ღირსია. პიონტეკმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 4 გოლი გაიტანა.

ლორენ მორონი

მორონისა და სეტიენის თანამშრომლობა “ბეტისში”, საფუძველს იძლევა იმისა, რომ “ბარსელონას” ახალმა მწვრთნელმა ესპანელ ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გაუწია. მართალია, მორონი “ბლაუგრანას” სიაში არ შედიოდა, თუმცა ეს მანამ, სანამ როდრიგოს ტრანსფერი ჩაიშლებოდა.

მორონი სეტიენის სისტემასთან კარგადაა ადაპტირებული და მარტივად შეძლებს გარემოზე მორგებას. ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა.

ოლივიე ჟირუ

ჟირუს სახელმა გასულ კვირას უკვე გაიჟღერა. 33 წლის ფრანგი შემტევი იაფი და ხელმისაწვდომია “ბარსელონასთვის”. ჟირუ ანტუან გრიზმანთან კარგადაა შეთამაშებული. ტანმაღალი ფეხბურთელი კარგად შეძლებს შეტევაში ბურთისთვის ბრძოლას და სუარესის გამოჯანმრთელებამდე ან ლაუტარო მარტინესის მოსვლამდე ჟირუს კანდიდატურა მისაღებია.

კარლოს ველა

ველას სახელი “ბარსელონასთან” ჯერ კიდევ წინა სატრანსფერო ფანჯარაზე იყო დაკავშირებული. თავად ველამაც აღიარა, რომ “ბლაუგრანაში” გადმოსვლასთან ახლოს იყო. 2019 წელს MLS-ის 36 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. “სოსიედადში” 6-წლიანი კარიერის განმავლობაში, მექსიკელი ფეხბურთელი ესპანურ ფეხბურთსა და გარემოს კარგად გაეცნო.

დრის მერტენსი

ჟირუს მსგავსად, მერტენსსაც ამჟამინდელ კლუბთან (“ნაპოლი”) კონტრაქტი ივნისში ეწურება და ახალ ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ბელგიელი გოლების გატანის კუთხით გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტრავმირებულია, მისი შეძენით “ინტერი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” არიან დაინტერესებულნი.

პედრო როდრიგესი

საყვარელ კლუბში დაბრუნების სურვილი პედროს არაერთხელ გამოუთქვამს. ჟირუს მსგავსად, ზაფხულში ესპანელსაც შეუძლია უფასოდ გადმოვიდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • carles puyol 5
    schedule 29 იან 2020, 22:37
    #20

    მერტენსი არიქნებოდა ურიგო

  • Bobi
    schedule 29 იან 2020, 20:50
    #19

    ნუ ჟირუ ან მორონი ყველაზე კარგი ვარიანტებია ალბათ ლაუტაროს მოსვლამდე, მთავარი პრიორიტეტი ლაუტარო უნდა იყოს ზაფხულში მარა სანქციებს როგორ აუვლიან გვერდს ეგაა საქმე flushed

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 29 იან 2020, 20:50
    #18

    მორონი იმსახურებს შანსს

  • sandro89
    schedule 29 იან 2020, 20:03
    #17

    არცერთი არ მოიყვანონ ეგ უფრო უკეთესია და რა კარლოს ველა!!!!

  • ingilo
    schedule 29 იან 2020, 19:52
    #16

    კარლოს ველაც კაი ვარიანტია ასე მგონია კარგად მოერგება ბარსას

  • Magicman
    schedule 29 იან 2020, 19:47
    #15

    პედრო ან მერტენსი

  • nikusha
    schedule 29 იან 2020, 19:43
    #14

    პედრო ან ველა

    პ.ს. ჩემი მე300 კომი ბარსამანიაზე

  • Ikks
    schedule 29 იან 2020, 19:43
    #13

    ჟირუ ! აგებ შემოიყვანე ჩააწოდე იგებ შემოიყვანე სტანდარტულს ვერ გაგიტანენ )) კომბინაციური მოკლე პასით თამაში შეუძლია, იაფია.. 🤷🏽‍♂️

  • გიგა 8
    schedule 29 იან 2020, 19:25
    #12

    ლაუტაროოოოო მინდაააა sweat_smile sweat_smile

  • lesane C
    schedule 29 იან 2020, 19:13
    #11

    ციტატა: B O M B O R A

    ციტატა: MTG8
    🎙 ლუის კანუტი ( TV3 ) : “ გუშინ ისევ მითხრეს რომ “ბომბა” ტრანსფერს აპირებენ, ოღონდ არც ლაუტაროს და არც როდრიგოს “

    ეს ბომბა ტრანსფერი აკერიათ პირზე და ამასობაში ნეიმარის დაბრუნებას 3.75 აქვს კოეფიციენტი ბეთლაივზე 😂


    მე ვდებ ძმაო მსნ და მსნგ ჩემი ოცნებაა ბარსაში .ისე ზაფხულში ნეიმარზე რო იყო ბაზარი მაშინ ვთქვი რომ ნეიმარის ტტრანსფერი ძაან გავს კოუტინიოს ტრანსფერს მეთქი ბევრმა გამცინა ვნახოთ ჩემი ცანცარა თუ დაბრუნდება..მესის აგუეროც სურს მარა აგუეროს მომცემი სიტი არაა…მიდი დააბრუნე ბართო ჩემი ცანცარა გამახარე ..ისე კაი ქულებსაც მოუტანს საარჩევნოდ რაკიტიჩს ყიდიანო იუვეს უნდაო და დიბალაზეც კი შეილებოდა ჩალიჩი მარა სად მიგვყავს რო რამე?


    ნემოს დაბრუნება კი კარგი იქნება მარა ისედაც უწევთ ფეხბურთელების გაყიდვა
    და ნახევარ გუნდს ხო არ გაყიდიან,ფინანსური ფეირ ფლეის გამო თუ რაც ქვია 😀

  • Tariel Turmanidze
    schedule 29 იან 2020, 18:38
    #10

    ბარსელონა ბერთემეუს ხელში მალე მილანის გზას დააადგება )))))))))))))))))

  • Ramaz
    schedule 29 იან 2020, 18:03
    #9

    Sanagvetia

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2020, 18:02
    #8

    პედრო მოიყვანონ ყველას ერთად აღებულს მირჩევნია

  • Pirat❤️💙
    schedule 29 იან 2020, 17:56
    #7

    ევერტონში როა იუვენტუსის კინი თუ კეანი ეგ უნდა დაგვეთრია ზაფხულში იაფად

  • MTG8
    schedule 29 იან 2020, 17:52
    #6

    🎙 ლუის კანუტი ( TV3 ) : “ გუშინ ისევ მითხრეს რომ “ბომბა” ტრანსფერს აპირებენ, ოღონდ არც ლაუტაროს და არც როდრიგოს “

    ეს ბომბა ტრანსფერი აკერიათ პირზე და ამასობაში ნეიმარის დაბრუნებას 3.75 აქვს კოეფიციენტი ბეთლაივზე 😂

  • Zaali
    schedule 29 იან 2020, 17:33
    #5

    ციტატა: davidus2020
    ველა არის ყველაზე რეალური,თან ძვირი არღირს და მომავალშიც ზამენაზე გამოდგება


    და რატოოო გამოდგებაა მსლ ში რადგან ბევრი გოლი გააქვს /??? ეგ მაგ ჩემპიონატში არაფრის მაჩვენებელია

  • Andres_Iniesta
    schedule 29 იან 2020, 17:05
    #4

    აი პერესი რამ გაააშვებინათ,

    უბანძესიიიია აბიდალი იმენა ვერ ქაჩავს

  • davidus2020
    schedule 29 იან 2020, 16:59
    #3

    ველა არის ყველაზე რეალური,თან ძვირი არღირს და მომავალშიც ზამენაზე გამოდგება

  • Geo_Barca
    schedule 29 იან 2020, 16:39
    #2

    გუნდს 3 ფორვარდი დარჩა მესი გრიზი და ფატი ეს პერესი რატო გაყიდეს გუნდს ზამენა ხო უნდოდა ახლა რა *ლეს გააკეთებენ. თან ფორვარდიც არ გვყავს ვინმე რო დაიტრამვოს მერე რას შვრებიან და კიდე დემბელე რო დაბრუნდეს რა ფორვარდი მაინც არაა
    ასე რო ტ*აკში ვართ

  • აბრაგი
    schedule 29 იან 2020, 16:31
    #1

    მერტენსია ყველაზე კარგი ვარიანტი აქედან