ანდრეს ინიესტა: “დასანანია, მაგრამ ეს თასია. ჩვენ უნდა ჩავიდეთ “ლა როსალედაზე” და გავიმარჯვოთ“.
ხოსე მანუელ პინტო: “ჩვენ მეტს ვიმსახურებდით, თუმცა თადარიგში 90 წუთი გვაქვს. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ამ დაპირისპირებაში გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ ვალდებულები ვართ მოვიგოთ. ვიცით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ხომ ლა ლიგაში ისინი დავამარცხეთ. გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ის ძალას გვმატებს. ცოტათი ნაწყენები ვართ, თუმცა უნდა დავმშვიდდეთ და წინ ვიყუროთ“.
ხავიერ მასკერანო: “ეს დასანანია, რადგან პირველივე ტაიმში შეგვეძლო სხვაობის გაზრდა, თუმცა საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენთ და კაცნაკლულ გუნდთან ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და “მალაგაში” გამარჯვებისთვის ჩავიდეთ. ზოგჯერ არის თამაშები, სადაც სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობთ, ასეთები ხდება. წინ რთული შეხვედრა გველის, მეტოქეს კარგი მწვრთნელი და ძლიერი მოთამაშეები ყავს“.
კარლეს პუიოლი: “მეტოქე არ დანებდა, გააგრძელა ბრძოლა და საკუთარს მიაღწია. ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღდმეგ ვთამაშობდით. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, მეტის გატანა შეგვეძლო, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა სტუმრად უნდა მოვიგოთ. ჩვენ წინ მივიწევთ, გავითვალისწინებთ შეცდომებს და “მალაგაში” გამარჯვებისთვის ჩავალთ“.