workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 „ბარსელონელი“ UEFA-ს გუნდში

4 „ბარსელონელი“ UEFA-ს გუნდში

UEFA-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ის გუნდი, რომლებიც გულშემატკივრებმა 2012 წლის სიმბოლურ ნაკრებად აირჩიეს. წლის გუნდში “ბარსელონას” 4 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: ხერარდ პიკე, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი.

სულ, ხმა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანიმა მისცა. ყველაზე მეტი ხმა ანდრეს ინიესტამ მიიღო, რომელიც თავის გუნდში გულშემატკივართა 73-მა პროცენტმა შეიყვანა. მე-2 ადგილზეა ლიონელ მესი, რომელსაც სერხიო რამოსი და ჩავი ერნანდესი მოსდევენ.

UEFA-ს 2012 წლის გუნდი ასე გამოიყურება: იკერ კასილიას, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, ხერარდ პიკე, ფილიპ ლამი, ანდრეს ინიესტა, მესუთ იოზილი, ანდრეა პირლო, ჩავი ერნანდესი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward