ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩავი ერნანდესს გოლი გააქვს, მისი შვილი კატალონიელ ფეხბურთელს მისალოცად ურეკავს და ისიც დაუყოვნებლივ პასუხობს.
როგორც ცნობილია, “ფურია როხას” მესაჭის ერთ-ერთი შვილი ალვარო დელ ბოსკე დაუნის სინდრომითაა დაავადებული.
“მინდა ვთქვა, რომ შემს შვილებს შორის, ფეხბურთში ყველაზე კარგად ალვარო ერკვევა. მას განსაკუთრებული ურთიერთბა აქვს ჩავისთან. როდესაც ფეხბურთელს გოლი გააქვს, ალვარო მას მისალოცად ურეკავს. თამაშის შემდეგ, ჩავი მის ზარებს ყოველთვის დაუყოვნებლივ პასუხობს. შვილს ხშირად ვეუბნები, რომ ფეხბურთელებს ნუ აწუხებს, მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებს.” – აცხადებს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.