დავიდ ვილია პირველი წრის უკანასკნელ შეხვედრას გამოტოვებს. ასტურიელმა დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე დისკომფორტი იგრძნო, სამედიცინო ტესტებმა კი კუნთის დაზიანება აჩვენა, ამიტომ ის “მალაგასთან” ვერ ითამაშებს. მისი დაბრუნება აღდგენით პროცესზე იქნება დამოკიდებული.
20 მოთამაშე მოხვდა განაცხადში
თამაშის უფლება მიიღო ადრიანო კორეიამ, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შეხვედრის განაცხადში 20 მოთამაშეა, მათ შორის პიკე, ჩავი, ინიესტა და პედრო, რომლებმაც სათასო შეხვედრაში დაისვენეს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა ჯონათან დოს სანტოსი დარჩა, ტრავმირებულები არიან მუნიესა, კუენკა და აბიდალი.
ვარჯიში მწყობრში მყოფ მოთამაშეებთან ერთად
შეხვედრის განაცხადის გამოქვეყნებამდე გუნდმა “სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშა. სავარჯიშო სესიას ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობდა. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ კუენკა და ადრიანო. გუნდი მალაგაში ხვალ გაემგზავრება. 09:45 საათზე გუნდი “ნოუ კამპზე” შეიკრიბება, ხოლო 10:30 საათზე “ეს პრატის” აეროპორტს დატოვებს. 12 საათისთვის მოთამაშეები ანდალუსიაში იქნებიან. შეხვედრა “მალაგასა” და “ბარსელონას” შორის თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, მონტოია, პიკე, პუიოლი, ბარტრა, სონგი, მასკერანო, ალბა, ადრიანო, სესკი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, პედრო, ალექსისი, მესი, ტელიო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=eoGhUTsMqmw]
სურათები:




