“ბარსელონამ” სამეფო თასის ხვალინდელი შეხვედრისთვის მოსამზადებლად დღეს ვარჯიში გამართა. მოთამაშეები “სიუტატ ესპორტივაზე” ჟორდი როურას მითითებებს ასრულებდნენ. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ადრიანო კორეია. მიმდინარე სეზონში სრულად მეორედ ივარჯიშა გუნდთან ერთად ისააკ კუენკამ. სესიაზე “ბარსა ბ”–ს მოთამაშე, სერხი რობერტო იმყოფებოდა.
ერიკ აბიდალი ინდივიდუალური პროგრამით ფიზიოთერაპევტთან, ხუანხო ბრაუსთან ერთად ვარჯიშობდა. სესიაზე მეკარეებს კარლეს ბუსკეტსი ავარჯიშებდა, რომელიც ტრავმირებულ ხოსე რამონ დე ლა ფუენტეს ცვლის.
დასვენება პიკეს, ჩავი, ინიესტას და პედროს
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ეს 4 მოთამაშე განაცხადს მიღმა დარჩა “კორდობასთან” შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. განაცხადში მოხდა სერხი რობერტო. “კორდობასთან” გასამართ შეხვედრამდე გუნდი ბოლო ვარჯიშს ხვალ, “ნოუ კამპზე” ჩაატარებს.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, ფაბრეგასი, პუიოლი, ვილია, ალექსისი, მესი, ტიაგო, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, მონტოია, ადრიანო, ტელიო, სერხი რობერტო.
სურათები:




