მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მათეუსი: “მესიმ დამსახურებულად იმარჯვა, მაგრამ…”

მათეუსი: “მესიმ დამსახურებულად იმარჯვა, მაგრამ…”

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ სრულიად დამსახურებულად მოიგო “ოქროს ბურთი”. ამის მიუხედავად, გერმანელმა ლეგენდამ აღნიშნა, რომ თვითონაც და მის გვერდზე მჯდომი ცნობილი პირებიც არასასიამოვნოდ იყვნენ გაკვირვებულნი იმ ფაქტით, რომ “ფიფამ” წლის გუნდში 11-ვე მოთამაშე ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან აარჩია.

“ნამდვილად არ მესმის თუ რატომ არის “ფიფას” წლის გუნდი “ლა ლიგაში” მოასპარეზე მოთამაშეებით დაკომპლექტებული. როდესაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა, ბევრი ადამიანი გაკვირვებას ვერ მალავდა. რაც შეეხება “ოქროს ბურთს”, ნორმალურია, რომ ეს პრიზი კვლავ ლიონელ მესის ერგო.” -თქვა მათეუსმა.

“ფიფას” წლის გუნდში შემდეგი ფეხბურთელები შედიოდნენ: მეკარე: იკერ კასილიასი ( “რეალი”); მცველები: დანიელ ალვესი (“ბარსელონა”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მარსელო (“რეალი”); ნახევარმცველი: ჩაბი ალონსო (“რეალი”), ჩავი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”); თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში