რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მიხედვით ოქროს ბურთზე საუკეთესო ათეულის წარდგენა “ფიფას” მიერ. ათეულში 4 “ბარსელონას” ფეხბურთელი მოხვდა: ანდრეს ინიესტა, ლეო მესი, ჩავი და ვილია.
სრული ათეული კი ასე გამოიყურება:
დიეგო ფორლანი( “მადრიდის ატლეტიკო”, ურუგვაი. გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ურუგვაის შეტევების ბურჯი. ფეხბურთლი, რომლის გარეშეც ურუგვაი წარმოუდგენელია, იგი იტანს გოლებს და აქვს პრეტენზია გახდეს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი)
ასამოა გიანი (განა. გუნდის “მოტორი”. სწრაფი, ეფექტიური, გუნდისათვის უცვლელი ფიგურა)
ანდრეს ინიესტა( “ბარსელონა”, ესპანეთი. დიდებული დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი. გუნდის ვარსკვლავი, შედეგიანია, როგორც ნახევარდაცვაში ისე თავდასხმაში)
ლეო მესი (“ბარსელონა”, არგენტინა. გუნდისათვის ძალიან საჭირო ფიგურა. მან გუნდის “მაესტროობა” კარგად შეითავსა, ბრწყინვალე დრიბლინგი, დარტყმა. აქვს ყველაფერი, რაც უნდა ქონდეს ნამდვილ ვარსკვლავს)
მესუთ ოზილი (“ვერდერი”, გერმანია. ახალგაზრდა ტალანტი ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი გერმანელთთათვის ნამდვილად საამაყოა. სწრაფია, ტექნიკური აქვს კარგი მოედნის ხედვა)
არიენ რობენი (“ბაიერნი”, ჰოლანდია. მას ტრავმამ ხელი არ შეუშალა, იგი დაბრუნდა და განაგრძო გოლების გატანა)
ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”, გერმანია. ძალიან კარგი ფეხბურთელი, შეუძლია მოწინააღმდეგე გუნდის შეტევის ჩაშლა, ასევე კარგად გამოსდის თავისი გუნდის შეტევის ორგანიზება)
დავიდ ვილია (“ბარსელონა”, ესპანეთი. საუკეთესო ბომმბარდირი, გოლების მანქანა, მან რამდენიმე გადამწყვეი ბურთი გაიტანა მეტოქეთა კარში)
ჩავიერ ერნანდესი (“ბარსელონა”, ესპანეთი. ესპანეთის ნაკრების მამოძრავებელი ძალა. ის ფეხბურთელზე მეტად ფილოსოფოსია, აქვს შესანიშნავი მოედნის ხედვა)
ვესლი სნეიდერი( “ინტერი”, ჰოლანდია. “ელ–მასტრო”, ბრწყინავს მაშინ, როდესაც გუნდს სჭირდება.
(გამუქებულნი, არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც უკვე გამოემშვიდობნენ მუნდიალს)
გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება მუნდიალის დამთავრების შემდეგ.
ფიფამ წარმოადგინა ამ 10 ნომინანტზე ვიდეო, რომლის ნახვაც შეგიძლიათ აქ:
წყარო: fifa.com