ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს, “ბარსელონა” პირველ მატჩს ჩაატარებს. ამასთან, დასვენებულ ფეხბურთელებს საკმაოდ რთული კალენდარი ხვდებათ.
- “ბარსელონა” – “ესპანიოლი”, 6 იანვარი, ლა ლიგის 18-ე ტური.
- “ბარსელონა” – “კორდობა”, 10 იანვარი, კოპა დელ რეი [განმეორებითი მატჩი].
- “მალაგა” – “ბარსელონა”, 13 იანვარი, ლა ლიგის 19-ე ტური.
“ბარსელონას” ლა ლიგის ორი ურთულესი მატჩი ელის. კატალონიელების უშუალო კონკურენტი მადრიდის “რეალი” “მალაგასთან” დამარცხდა, ხოლო “ესპანიოლთან”, ფრე ითამაშა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსელონას” კატალონიურ დერბიში ტიტო ვილანოვა უხელმძღვანელებს.