workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ესპანიოლი”. ჟორდი როურა მატჩის წინ

“ბარსელონა” – “ესპანიოლი”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

პრიმერას განახლებამდე 1 დღით ადრე, სადაც “ბარსელონა” “ესპანიოლს” დაუპისპირდება ჟორდი როურამ დაადასტურა, რომ “ტიტო სათადარიგო სკამზე იქნება. ის ჯერ კიდევ გადის მკურნალობას, თუმცა კარგ განწყობაზეა და ძალიან ძლიერია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. პრეს–კონფერენციაზე საუბრისას მან აღიარა, რომ ამ როლში ყოფნა მისთვის უჩვეულოა და ამის განმეორება აღარ სურს: “ეს ნორმარული არ არის, თუმცა უკვე მოხდა. მე ვიმედოვნებ, რომ აქ (პრეს–კონფერენციაზე) მოსვლა აღარ მომიწევს, რადგან ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ტიტო ჩვენთან ერთად არ არის“.

ადვილი თამაში არ იქნება

როურა ამბობს, რომ ხვალინდელი შეხვედრა რთული იქნება მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს შორის ქულებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა: “ჩვენ გამარჯვება გვსურს და ვფიქრობთ, რომ დერბი რთული იქნება. ისინი ყოველთვის რთული მეტოქეები არიან… ამასთანავე ჩვენ საახალწლო არდადეგებიდან ახლა დავბრუნდთ და ფორმაში შესვლა ადვილი არ არის“.

“ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ და ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ“. მადრიდის “ატლეტიკოს” 9 და მადრიდის “რეალთან” 16 ქულიანი სხვაობის მნიუხედავად როურა ფიქრობს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა: “წინ დიდი გზა გველის. ჩვენ მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს შეხვედრებში გავიმარჯვოთ. ვიცით, რომ სადღაც წავაგებთ, თუმცა რაც უფრო გვიან მოხდება ეს მით უკეთესი“.

“ესპანიოლი” და აგირე

როურამ საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდში აგირეს დანიშვნის შემდეგ სამწვრთნელო შტაბს გეგმის შეცვლა მოუწია: “მათ ბოლო შეხვედრებს მივადევნეთ თვალი და ეჭვგარეშეა, რომ ხავიერ აგირეს მისვლის შემდეგ მათი თამაში გაუმჯობესდა“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward