ესპანური “მალაგა” კატალონიის “ბარსელონას” მცველ მარკ მუნიესას აკვირდება. “ელ მუნდო დეპორტივო” იტყობინება, რომ კლუბის მესვეურები სერიოზულად ფიქრობენ მის გადაბირებაზე.
“ქაფშიები” დიდი ხანია ცდილობენ უკანა ხაზის გაძლიერებას. გუნდის მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის აზრით, მუნიესა სწორედ ის ფეხბურთელი იქნება, რომელიც ამ დავალებას შეასრულებს და მოწინააღმდეგე გუნდების თავდასხმას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
მარკი “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში 2002 წლიდან ირიცხება. იგი “ბარსელონა ბ-ში” 2009 წელს გადაიყვანეს და აქამდე 70 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ასევე 4 გოლის გატანაც მოახერხა.



