50 გატანილი გოლი 37 შეხვედრაში, ყოველივე ამან ლიონელ მესის მორიგი წარმატება მოუტანა. ამჯერად საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მ კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი 2012 წლის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარა. საშუალო მაჩვენებლით მისი ყოველ მატჩში გატანის კოეფიციენტი 1,37-ია.
ამ გასაოცარმა მაჩვენებელმა უკან მოიტოვა კიდევ ერთი გოლეადორი კრიშტიანუ რონალდუ, რომლის მაჩვენებელი 1,21 გოლია საშუალოდ თამაშში. მაგრამ მესი და რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელები არიან ლა ლიგის ჩემპიონატში, რომლებიც გოლეადორთა ამ სიაში აღმოჩნდნენ. მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი ფორვარდი 33-ე ადგილს იკავებს, გონსალო იგუაინი კი 52-ე ადგილს დასჯერდა.



