მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: “ბრაზილიის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მივიღე”

რაფინია: “ბრაზილიის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მივიღე”

 

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, რაფაელ ალკანტარამ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებში თამაშის გადაწყეტილება მიიღო, იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ რაფინია ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმა და ლეგენდარული მაზინიოს შვილია. როგორც იცით ტიაგო ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობს.

 

“საოცარია ბრაზილიის ნაკრების მაისურით თამაში. უნდა ვთქვა, რომ სულ ვოცნებობდი ამაზე. მე უფრო ბრაზილიელად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემი ძმა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ბრაზილიის ნაკრებში თამაშის. ამას გარდა ამაზე მამაჩემიც ოცნებობდა” – განაცხადა რაფინია ალკანტარამ.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში