“ბარსელონას” ფეხბურთელებმა დღეს დილით საშობაო არდადეგები დაიწყეს, მას შემდეგ რაც “ვალიადოლიდი” დაამარცხეს. ყველას, კარლეს პუიოლის და სესკ ფაბრეგასის გარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია კაპიტანმა საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, სადაც მან დადო ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ის კეიტასთან და სესკ ფაბრეგასთან ერთად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ სეიდუ კეიტა აფრიკის თასის გათამაშებისთვის ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ემზადება. სესკ ფაბრეგასი კი კუნთის დაზიანებას მკურნალობს. მოთამაშეებთან ერთად იმყოფებოდა ფიზიოთერაპევტი, ხუანხო ბრაუ.