მატჩის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ჟორდი როურამ განაცხადა: “ჩვენი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სპორტული კუთხით წელს ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ვასრულებთ და სრული ბედნიერებისთის მხოლოდ ტიტო ვილანოვას გამოჯანმრთელება არ გვყოფნის“.
პირველი გუნდის სავალდებულო გაწვრთნის შესახებ საუბრისას როურამ ამაღელვებელ მომენტებზე ისაუბრა: “ვაღიარებ, ჩემთვის ეს ადვილი არ იყო, სულიერად ჩვენ ახლოს ვიყავით ტიტოსთან. მიმდინარე კვირაში გადატანილი მოვლენების შემდეგ ეს თამაში განსაკუთრებული იყო, თუმცა საფეხბურთო კუთხით ეს კიდევ ერთი შეხვედრა და 3 ქულა იყო“.
ტიტო საავადმყოფოდან გაწერეს
“როდესაც ჩვენ გასახდელში ვიყავით გვაცნობეს, რომ ტიტო საავადმყოფოდან გაწერეს და ამ სიახლით ყველანი გახარებულები დავრჩით. ჩვენ დადებითი ემოციის მუხტი მივიღეთ და მოედანზე ზემოტივირებულები გავედით. მწვრთნელის მხარდაჭერის ერთადერთი საშუალება ამ შეხვედრაში გამარჯვება იყო და ჩვენ ეს გავაკეთეთ“.
შეხვედრის მიმდინარეობა
როურამ ასევე ახსნა, რომ “ძირითადი შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილი იყო. შეხვედრის წინ მე ტიტოსთან ვისაუბრე, თუმცა მხოლოდ თამაშის საერთო სურათზე. 2:0 შემდეგ გაშვებულ გოლზე ცოტა ვინერვიულე, რადგან ვიცოდი, რომ ამ ფეხბურთელების დონე საჭირო შედეგის მიღწევაში გეხმარება“.