“ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, პეპ გვარდიოლა დღეს დილით ნიუ–იორკიდან ბარსელონაში დაბრუნდა, სადაც ის ოჯახის წევრებთან ერთად ახალ წელს შეხვდება.
ესპანელი მწვრთნელი ბარსელონაში დღეს, 09:30 საათზე დაბრუნდა. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ის საახალწლოდ კატალონიაში დაბრუნდებოდა, რათა ოჯახის წევრებთან ერთად ყოფილიყო სადღესასწაულო დღეებში. რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ცნობა, რომ “ბარსელონამ” მას 7 იანვარს ციურიხში წასვლა და კლუბის დელეგაციაში ყოფნა შესთვაზა.
უახლოეს დღეებში პეპ გვარდიოლა მეგობარსა და ყოფილ ასისტენტს, ამჟამად “ბარსელონას” თავკაცს, ტიტო ვილანოვას მოინახულებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=0yWOHh9yV18]



