იტალიური “მილანის” მეკარემ მარკო ამელიამ კენჭისყრის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის კატალონიის “ბარსელონასთან” 1/8 ფინალში შეხვედრას.
“დიახ, შეიძლებოდა უფრო ადვილი მეტოქე შეგვხვედროდა მაგრამ, როგორც ყველასათვის საინტერესო იქნება “მილანი” – “ბარსელონა” მსოფლიო დონის დუელია, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მატჩი უდიდეს აჟიოტაჟს გამოიწვევს არამხოლოდ ამ ორ ქვეყანაში. მე მესმის, რომ ბევრი დღეს ფავორიტად სწორედ “ბარსას” თვლის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერს არ ნიშნავს. ჩვენ წარმატებულად მივუყვებით სეზონის სვლას, ასე რომ იმედი გვაქვს თებერვლამდე კარგ ფორმაში მივალთ.” – დაასრულა ფეხბურთელმა.



