workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკის ,,ბარსაში” დაბრუნების ორი გეგმა

სესკის ,,ბარსაში” დაბრუნების ორი გეგმა

სესკ ფაბრეგასისადმი ინტერესესი ,,ბარსას” მხრიდან დიდი ხანია ცნობილია. ჟუან ლაპორტა ძალასა და რესურსებს არ დაიშურებს ფაბრეგასის გადმოსაბირებლად. ამ მომენტისთვის არსებობს სესკის გადმობირების ორი გეგმა.

პირველი გზა: ,,ბარსელონა” აპირებს ,,არსენალს” გაუკეთოს ისეთი ფულადი შეთავაზება, რომელზეც ლონდონური გრანდი უარს ვერ იტყვის. საუბარია 45 მილიონი ევროზე, თუმცა მეთოფეები ფაბრეგასს 50 მილიონ ევროდ აფასებენ. ასევე ,,ბარსა” ცდილობს ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაჩარხოს, რადგან ესპანეთის წარამატების შემთხვევაში ფასმა სესკზე შეიძლება რამდენიმე მილიონით აიწიოს.

მეორე გზა: მეორე გეგმა მოიცავს არამხოლოდ ფულად შეთავეზებას, არამედ, ეგრეთ წოდებული, ბარტერის განხორციელებას. 25-30 მილიონი ევრო და იაია ტურე – სესკის საცანვლოდ. დიმიტრი სელჩუკის, ტურეს აგენტის, თქმით იაია თავს ,,კამპ ნოუზე” ბედნიერად გრძნობს, თუმცა სოლიდური გუნდის შემოთავაზების განხილვაზეც არ იტყვის უარს. აქვე ამატებს, რომ ის დარწმუნებულია იაიას წარმატებებში ,,არსენალში” გადაბარგების შემთხვევაში. აქვე განიხილება ბოიან კრკიჩის გამოყენებაც ამ ტრანსფერში, თუმცა ,,ბარსა” არ აპირებს ამხელა პოტენციალის მქონე ახალგაზრდის გუნდიდან გაშვებას.

წყარო: sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში