მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ატლეტიკო”. გამორჩეული მოთამაშეები

“ბარსელონა” – “ატლეტიკო”. გამორჩეული მოთამაშეები

 

2012 წელს მხოლოდ მესი არ ამხობს რეკორდებს. ტიტო ვილანოვას “ბარსელონამ” გასულ წელს გუნდის მიერ გატანილი 170 გოლიანი რეკორდი დაამხო. მიმდინარე წელს გუნდს 172 გოლი აქვს გატანილი: პრიმერაში 118, 26 ჩემპიონთა ლიგაში, თასზე 24  და 4 ესპანეთის სუპერთასზე.

 

ადრიანო კორეია

 

რადამელ ფალკაოს გოლის შემდეგ მადრიდის “ატლეტიკო” წინ გაიჭრა. “ბარსელონამ” ანგარიშის გათანაბრება ადრიანო კორეიას შესანიშნავი დარტყმის შემდეგ შეძლო. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 6 გოლია.

 

ბრაზილიელს 4 გოლი მარცხენა ფეხით აქვს გატანილი, ხოლო 2 მარჯვენათი. “ვალენსიას” წინააღმდეგ ადრიანომ ასევე ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა მარჯვენა ფეხით. ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ორივე ფლანგზე.

 

სერხიო ბუსკეტსი

 

სერხიო ბუსკეტსი ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს თუ რა მნიშვნელობისაა “ბარსელონასთვის”. ის ფუნდამენტალური მოთამაშეა გუნდის დაცვის და შეტევის გაერთიანებაში. ამჯერად, მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მისმა ჭკვიანურმა ქმედებამ გუნდის ანგარიშში წინ გაიყვანა.

 

ლეო მესი

 

არგენტინელი მოთამაშე 2012 წელს რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას ცდილობს. მის ანგარიშზე უკვე 90 გოლია. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში მას 16 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი. ნახევარი წრის საუკეთესო მაჩვენებლი 22 გოლი იყო, რომელიც ასევე ლეომ დაამყარა გასულ სეზონში. “ატლეტიკო” კი ლეოს უსაყვარლესს გუნდად რჩება, მათ კარში მესის 20 გოლი აქვს გატანილი, 17 პრიმერას შეხვედრებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში