მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრამდე პირველი გუნდის მოთამაშეებმა ბოლო დეტალები დააზუსტეს “ნოუ კამპზე”. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იყო, მათ შორის ალექს სონგი. კამერუნელი ფეხბურთელი გუშინ დარბაზში ვარჯიშობდა. შეხვედრის 20 კაციან განაცხადში მასთან ერთად ასევე შევიდა “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოთამაშეები დასასვენებლად სახლებში წავიდნენ. ისინი “ნოუ კამპზე” 19:30 საათზე დაბრუნდებიან. შეხვედრის დაწყების წინ ტიტო ვილანოვას 2 მოთამაშის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს.
სურათები:



