მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ატლეტიკო”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

“ბარსელონა” – “ატლეტიკო”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე ტიტო ვილანოვამ მომავალი მეტოქე შეაქო: “მათი ქულები ყველაფერზე მეტყველებენ. ჩვენ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი ავიღეთ, ხოლო ისინი 6 ქულით ჩამოგვრჩებიან. სხვა ლიგაში ისინი ლიდერები იქნებოდნენ. ისინი მიმდინარე სეზონს დიდებულად იწყებენ, ისევე როგორც გასული სეზონი დაასრულეს“.

 

მიუხედავად ორი კვირის წინ მადრიდის “რეალთან” მათი დამარცხებისა ვილანოვა მიიჩნევს, რომ “ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. სადაც მათ ქულები დაკარგეს ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ადვილად წააგოს. მე უფრო მეტ ყურადღებას მათ მიერ დაგროვებულ ქულებს ვაქცევ, ასევე როგორ თამაშობენ ევროპა ლიგაზე და სამეფო თასზე. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და ეს გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“. ტიტომ მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონეც შეაქო: “ძალიან რთულია გუნდის შუა სეზონში ჩაბარება და ყველაფრის შეცვლა. გასულ სეზონში კი მან ეს იდეალურად გააკეთა“.

 

მეტი, ვიდრე მხოლოდ ფალკაო

 

კოლუმბიელი რადამელ ფალკაო წელს გამორჩეული ფიგურაა, თუმცა ვილანოვა ამბობს, რომ მისი წარმატება თანაგუნდელების კარგი თამაშის დამსახურებაა: “მათ შემადგენლობაში ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან, რომლებმაც კარგად იციან რას აკეთებენ. ისინი მხოლოდ ფალკაო არ არიან. მათ ჰყავთ ისეთი მეგოლეები, როგორებიც დიეგო კოსტა და ადრიანი არიან. ნახევარმცველები და ლატარელები ასევე ძალიან კარგად მოქმედებენ შეტევაში. როცა დაცვა უწევთ ამასაც იდეალურად აკეთებენ“.

 

ვილანოვამ ასევე აღნიშნა, რომ მოედანზე რადამელ ფალკაოს ყოფნა გუნდის სათამაშო სტილს ვერ შეცვლის: “ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ მაშინ, როცა ბურთს მეტოქის ნახევარზე ვათამაშებთ და ლოგიკურია, რომ სათამაშო სქემას არ შევცვლით. განსაკუთრებით კი რადამელ ფალკაოს გამო“. ლეო მესის და კოლუმბიელის შედარებისას მწვრთნელმა განაცხადა: “ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან. მათი მსგავსება ისაა, რომ გოლის გატანის დიდებული ალღო აქვთ“.

 

შესაძლო საუკეთესო შემადგენლობა

 

ვილანოვამ “კორდობასთან” შეხვედრაში თითქმის ძირითადი შემადგენლობა დააყენა: “ძალიან გაგვიმართლა ეს მოთამაშეები რომ გვყავს, რომლებიც სიამოვნებას იღებენ თამაშით. მათ სურთ მოედანზე ყოფნა. ის ფაქტი, რომ ამ მოთამაშეებს კვლავ სურთ გამარჯვება ჩვენს სამუშაოს აიოლებს. ამ კლუბში ყველა შეხვედრა ფასეულია. “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში, ისევე როგორც ყოველთვის შევეცდები საუკეთესო შემადგენლობა დავაყენო“.

 

მწვრთნელის ერთ–ერთი მთავარი გადაწყვეტილება იქნება სესკ ფაბრეგასის შეცვლა. “სესკი ტრავმირებულია და სხვა მის მოვალეობას ვერ შეასრულებს. ორი მსგავსი მოთამაშე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ინიესტას ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ფლანგზე ან ნახევარდაცვაში, ის ყოველთვის ძალიან აქტიურია მიუხედავად იმისა, თუ სად თამაშობს“.

 

P.S. ესეც ჩემი 2900–ე სიახლე ბარსამანიაზე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში