მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი “ატლეტიკოსთან” შეხვედრას ელის

ბუსკეტსი “ატლეტიკოსთან” შეხვედრას ელის

 

“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების 24 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მადრიდის “ატლეტიკოსთან” ხვალ გასამართ შეხვედრას.

 

“მადრიდის “ატლეტიკო” კარგად გამოიყურებოდა გასულ სეზონში და ახლა ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან. დიეგო სიმეონეს ხელში ისინი გარდაიქმნენ გუნდად, რომელთანაც გამარჯვების მოპოვება ძალიან რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება” – ამბობს ბუსკეტსი.

 

“რადამელ ფალკაო? ეს მათი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ფეხბურთის თამაშია, მაგრამ მას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი მიზანი მიმდინარე წელს დარჩენილ ორ შეხვედრაში 6 ქულის აღებაა” – დაასრულა ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში