მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიმეონე: “ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესო ფალკაოს ხილვა მსურს”

სიმეონე: “ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესო ფალკაოს ხილვა მსურს”

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ლა ლიგის მე–16 ტურის წინ, სადაც მისი გუნდი “ბარსელონას” დაუპირისპირდება რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა.

 

2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის თამაში კვირას საეჭვო იყო, რადგან ფალკაოს კუნთი ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ამისა ფალკაო მატჩისთვის მზადაა და ხვალ “ნოუ კამპზე” ითამაშებს.

 

“ხვალინდელ შეხვედრაში რადამელ ფალკაოს საუკეთესო ვერსიის ხილვა მსურს. ამას გარდა მას მთელი გუნდი უნდა დაეხმაროს, მხარი დაუჭიროს და მისთვის ყველაფერი გააკეთოს” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში