workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კორდობა” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

“კორდობა” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. “კორდობა” ამას პირველ ტაიმში მუდმივად გვაჩვენებდა” – განაცხადა ტიტო ვილანოვამ მატჩის შემდეგ. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკუთხი გადაჭრილი არ არის: “0:2 კარგი ანგარიშია, თუმცა “ნოუ კამპზე” 90 წუთი გვაქვს სათამაშო, სადაც მათ 2 გოლის გატანა შეუძლიათ“.

 

ტიტომ ფეხბურთელების მონდომებას გაუსვა ხაზი: “ისინი მიხვდნენ, რომ ისე უნდა ეშრომათ, როგორც “კორდობას” მოთამაშეებს, რაც მათ გააკეთეს. ეს დიდებული შეხვედრა იყო, რადგან ორივე გუნდი შეტევას ცდილობდა, ხოლო სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო“.

 

შექება ვილიას, ტიაგოს და მესის

 

მწვრთნელმა რამდენიმე მოთამაშე გამოყო. პირველი დავიდ ვილია იყო: “მოხარული ვარ იმით, თუ რა სამუშაოს აკეთებს ის. მან საგოლე გადაცემა გაუკეთა მესის და ძალიან ბევრს მოძრაობდა შეტევაში. ის ძალიან სწრაფად მოქმედებდა და გამახსენა ის მოთამაშე, რომელიც ტრავმის მიღებამდე იყო. მე შევცვალე ის, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ტელიო მესამე გოლის გატანაში დაგვეხმარებოდა” – თქვა მწვრთნელმა.

 

ტიაგოზე: “მან მაღალ დონეზე ითამაშა. ის არის მოთამაშე, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ დიდი პროგრესი განიცადა. ყოველ ჯერზე ის უფრო სრულყოფილი ნახევარმცველი ხდება“. ბოლოს ვილანოვამ მესიზეც გააკეთა კომენტარი: “დარწმუნებული ვარ, რომ “ბენფიკასთან” შეხვედრაში მიღებული შიშის შემდეგ ის ბედნიერია, ახლა ის ძალიან მოტივირებულია“.

 

სამეფო თასის ბურთის უკმაყოფილოა

 

ვილანოვას არ მოეწონა ის, თუ რა ბურთით მოუწიათ გუნდებს ასპარეზობა სამეფო თასის შეხვედრაში: “ბურთები, რომლებსაც პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგაში ვიყენებთ კარგია, თუმცა სამეფო თასის ბურთი კარგი არ არის. ეს უფრო პლაჟის ბურთია“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward