workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხორხე მესი: “ჩემი შვილის რეკორდები მეც ძალიან მაოცებს”

ხორხე მესი: “ჩემი შვილის რეკორდები მეც ძალიან მაოცებს”

ხორხე მესიმ, “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესის მამამ განაცხადა, რომ საკუთარი შვილის მიღწევები და რეკორდები უბრალოდ აოცებს მას. იტყობინება, ესპანური პრესა. 

 

არგენტინელი ფეხბურთელის უკანასკნელი მიღწევა 86 გოლია ერთ წელიწადში. საუბარია ყველა დროის საუკეთესო რეკორდზე. მესიმ ეს რეკორდი უკანასკნელ მატჩში გატანილი გოლების შემდეგ დაამყარა და უკან ჩამოიშორა რეკორდის მატარებელი ლეგენდარული გერდ მიულერი. 

 

“ლეო საკუთარი რეკორდებით მეც ძალიან მაოცებს. არ არის ადვილი გვერდი აუარო ისეთ მონსტრს როგორიც გერდ მიულერია. მაგრამ ჩემს შვილს გუნდში ისეთი პარტნიორები ჰყავს, რომლებიც ეხმარებიან დიდი მიზნების მისაღწევად. ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მათ სასარგებლოდ და წარმატება მათ მხარეს იქნება. მაგრამ მე უნდა ავღნიშნო მისი გუნდური მიღწევებიც ლეოსთვის უმთავრესი სწორედ ეს არის.” – დაასრულა ხორხე მესიმ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward