– “ბარსელონა” მესამედ უმასპინძლებს “ბენფიკას”. პორტუგალიური კლუბი ყოველთვის მარცხდებოდა “ნოუ კამპზე”.
– ლისაბონური კლუბი 2:1 დამარცხდა 1991/92 წლებში და 2:0 2005/06 სეზონში.
– ბოლოს “ბენფიკა” “ნოუ კამპზე” 2006 წლის 5 აპრილს ჩავიდა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში. “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ ვალდესი, პუიოლი და ინიესტა.
– “ბარსელონას” შინ დიდებული შედეგები აქვს პორტუგალიურ გუნდებთან. 11 შეხვედრაში კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, ხოლო 1 შეხვედრაში დამარცხდნენ.
– “ბარსამ” ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. “ბენფიკასთვის” კი სულ სხვა სიტუაციაა, გამარჯვების შემთხვევაში ისინი 1/8 ფინალში გადიან. ფრისა და მარცხის შემთხვევაში მათ გასვლის შანსები რჩებათ, თუმცა ყველაფერი “სელტიკისა” და “სპარტაკის” შეხვედრაში იქნება დამოკიდებული.
– “ბენფიკას” ესპანურ გუნდებთან ბოლო 13 შეხვედრაში არცერთი მატჩი არ აქვს მოგებული. წარმატება მათ 1982/83 წლის შემდეგ არ მიუღწევიათ, როცა უეფას თასიდან “ბეტისი” გამოთიშეს ასპარეზობას.
– ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ “ბენფიკა” ნოემბრის საუკეთესო გუნდად დაასახელა, რომელმაც შიდა ჩემპიონატში სამი შეხვედრა მოიგო, ასევე დაამატა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორი მოგება და პორტუგალიის თასზე 1 მოგება.
– ნოლიტო უბრუნდება “ნოუ კამპს”. “ბარსა ბ”–ს ყოფილ მოთამაშეს პირველ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. პეპ გვარდიოლას დროს ერთადერთი გოლი მან 2010 წლის 10 ნოემბერს, “სეუტას” გაუტანა სამეფო თასზე.
– ჩავი ერნანდესს ჯგუფურ ეტაპზე 633 გადაცემა აქვს გაკეთებული, 300 გადაცემით მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოთამაშეს.
– ვალდესს, მასკერანოს და მესის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა წუთი აქვთ გატარებული მოედანზე. ჩავი და პედრო ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
– სონგი, მასკერანო და პედრო დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.



