შეხვედრა, რომელშიც პრიმერას ისტორიაში საუკეთესო სტარტი დაფიქსირდა “ოქროს ბურთის” მოგების ორმა კანდიდატმა, ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამ “ნოუ კამპზე” ცივ ღამეს ბრწყინვალე სანახაობა შემოგვთავაზეს.
მარსელო ბიელსას შეგირდებმა შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყეს და 3 ქულის აღებაზე თამაშობდნენ. 10 წუთის გასვლის შემდეგ, როცა ანდრეს ინიესტამ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ბასკების საჯარიმოში შეაღწია სტუმრები მიხვდნენ, რომ მათ გრძელი ღამე ელოდათ. ინიესტა მართავდა “ბარსას” შეტევებს ფალნგიდან დიდებული გადაცემებით, დრიბლინგით და მოედნის შესანიშნავი ხედვით. ასევე აღსანიშნია, რომ მაესტრომ საგოლედ უპასა ლეო მესის და სესკ ფაბრეგასს.
ლეო მესი კი აგრძელებს გერდ მიულერის ყველა დროის რეკორდთან მიახლოვებას. არგენტინელი უკვე ზედიზედ 6 შეხვედრაა რაც მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, გუშინ კი “ბარსას” რიგებში მისი 350–ე შეხვედრა იყო. მიმდინარე სეზონში მას 21 გოლი აქვს გატანილი პრიმერა დივიზიონში. არგენტინელ მოთამაშეს 2012 წელს 6 შეხვედრა დარჩა, რათა ახალი რეკორდი დაამყაროს.
“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა შეხვედის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “გუნდი ძალიან შეთამაშებულად მოქმედებდა “ატლეტიკის” წინააღმდეგ, რომელიც წინ ცდილობდა პრესინგის თამაშს“.

