“ბარსელონა” აგრძელებს პრიმერას მე–14 ტურის შეხვედრისთვის მზადებას “სიუტატ ესპორტივაზე”. კატალონიელები ხვალ “ნოუ კამპზე” ბილბას “ატლეტიკს” უმასპინძლებენ. ტიტო ვილანოვა სავარჯიშო სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფ ყველა ფეხბურთელთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის იყო ადრიანო კორეია, რომელმაც ვირუსის გამო გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. სესიაზე ასევე იმყოფებოდნენ “ბარსა ბ”–ს მოთამაშეები – ტელიო და ოიერი.
ტრავმირებული მოთამაშეები, ალექსის სანჩესი და მარკ ბარტრა თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ. მათთან ერთად იტვირთებოდა ერიკ აბიდალი, რომელიც “სიუტატ ესპორტივას” სავარჯიშო მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად პირველად გამოჩნდა.
ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს გუნდი ხვალ, დახურულ კარს მიღმა “ნოუ კამპზე” ჩაატარებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=WbWbJ9gLRSE]
სურათები:
