პეპ გვარდიოლას “ბარსელონამ” კლუბის 111 წლის იუბილეზე კრშტიანუ რონალდუს და ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალი” 5:0 დაამარცხა. მატჩის წინ ყველა დაძაბულ შეხვედრას ელოდა, თუმცა “ბარსამ” მეტოქეს შეხვედრის დასაწყისიდანვე არ დაუტოვა შანსი. კატალონიელები შესვენებაზე 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარში კი ორი გოლი დავიდ ვილიამ გაიტანა, ბოლოს კი ჟეფრენ სუარესის დროც დადგა.
“ბარსელონა”: ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი (კეიტა, 86), ინიესტა, მესი, პედრო (ჟეფრენი, 86), ვილია (ბოიანი, 75).
“რეალი”: კასილიასი, რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო (არბელოა, 59), ხედირა, ალონსო, იოზილი (დიარა, 46), დი მარია, რონალდო, ბენზემა.
გოლები: 1:0 – ჩავი (9), 2:0 – პედრო (17), 3:0 – ვილია (54), 4:0 – ვილია (57), 5:0 – ჟეფრენი (91).
[media=http://www.youtube.com/watch?v=8ilVfl1Bk6k]



