“ალავესთან” გამართული შეხვედრის შემდეგ ტიტო ვილანოვამ პრეს–კონფერენციაზე მეტოქის დონე შეაქო: “თავდაპირველად ისინი მთელი ძალებით ცდილობდნენ შეხვედრაში ინიციატივის მოპოვებას, ამიტომ პირველ ნახევარში ბევრი სირბილი მოგვიწია. “ალავესის” ტაქტიკამ ტიაგოს პოზიციის ექსპერიმენტისკენ მომიწოდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო“.
მთავარმა მწვრთნელმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ცივ ამინდში სტადიონზე მივიდნენ: “ალბათ ზოგიერთებმა ეს შეხვედრა თავიდანვე ადვილად ჩათვალეს, ამიტომაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც “ნოუ კამპზე” მოვიდა“.
დავიდ ვილია
ტიტო ვილანოვამ გამოყო ასტურიელი თავდამსხმელის თამაში, რომელმაც “ალავესის” კარში კარიერაში მე–300 და 301–ე გოლები გაიტანა: “დავიდმა 2 გოლის გატანა მოახერხა და ითამაშა 90 წუთი. ყოველ დღე ის უკეთ თამაშობს, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან მოსწონს. ის გოლის ფეხბურთელია და ყოველთვის მნიშნელოვანია ასეთი მოთამაშის გუნდში ყოფნა“.
პლანასი და დეულოფეუ
“ბარსელონა ბ”–ს 21 წლის მოთამაშე, კარლეს პლანასი პირველად გამოიძახეს მთავარ გუნდში და ის ტიტო ვილანოვას ერაში პირველი კანტერანოა, რომელსაც დებიუტის საშუალება მიეცა: “ის კარგ სეზონს ატარებს “ბარსა ბ”–ში. პლანასი სათანადო დონეს ფლობს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის“.
დეულოფეუს შესახებ ვილანოვა უფრო კრიტიკული იყო, რომელმაც განაცხადა: “ბევრს არ შეუძლია 17 ან 18 წლის ასაკში პირველ გუნდში მოხვედრა. ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ მათი სათამაშო განვითარება. დეულოფეუს ეჭვგარეშეა, რომ აქვს ნიჭი, თუმცა არის საკითხები, სადაც ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი“.
სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე საუბრისას ტიტომ აღნიშნა: “ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც თასი, ასევე ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ დაბალანსებული გუნდი გვყავს, ამიტომაც ყველა ტურნირზე ბრძოლას გავაგრძელებთ და შევეცებით სამეფო თასზე მეტი ტიტული მოვიპოვოთ“.