კარლეს პლანასი: “შეუძლებელია ავხსნა ის, თუ რა განვიცადე იმ გუნდში დებიუტის დროს, რომელშიც თამაშს ბავშვობიდან ვოცნებობ. კარგად თამაშს ვცდილობდი და ბოლომდე დავიხარჯე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი მარცხენა მცველად თამაშისას, ეს ის პოზიციაა, სადაც მე ვთამაშობ და ეს ძალიან მეხმარება. ახალგაზრდული სისტემის ყველა მოთამაშე აქ საკუთარი ოცნების ასასრულებლადაა მოსული… ყველა ჩვენგანი ვემზადებით ამ მომენტისთვის“.
ადრიანო კორეია: “თავდაპირველად უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაცვაში მყარად ვართ და შემდეგ წავიდეთ შეტევაში. ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის, ვიტან გოლებს თანაგუნდელების დახმარებით, ასევე მაქვს მწვრთნელის ნდობა. მე კვლავ ძირითადში ვითამაშე, მოხარული ვარ ჩატარებული მატჩით და გამარჯვებით“.
ხოსე მანუელ პინტო: “ახალგაზრდები სისტემიდან ძალიან კარგად მომზადებულები მოდიან. მათ იციან ფილოსოფია, თამაში, არიან მონდომებულები… ისინი ფანტასტიკური მოთამაშეები არიან. არ გამკვირვებია მეტოქის კარგი თამაში. ახლა ლა ლიგის შეხვედრაზე ფიქრია საჭირო, “კორდობასთან” მატჩამდე დიდი დრო გვაქვს. ყველა მეკარეს სურს კარის მშრალად შენახვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაა. თუკი დეულოფეუ ასე გააგრძელებს, ის ძლიერი ფეხბურთელი დადგება“.