“ბარსელონა” – “ალავესი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

“ბარსელონა” – “ალავესი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

“მენდიზოროზაზე” მოპოვებული გამარჯვების (0:3) შემდეგ ბევრი მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” უკვე შემდეგ ეტაპზე გასულია, თუმცა ტიტო ვილანოვა ამ აზრისგან შორსაა და წინ მთელი 90 წუთია დარჩენილი: “არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულებულია. ჩვენ 3:0 ვიგებდით “მალიორკასთან”, თუმცა მათ სწრაფად 2 გოლი გაგვიტანეს. ეს შეიძლება კვლავ მოხდეს… საუკეთესო გზა ტურნირის, მეტოქის და გულშემატკივრების საპატივცემულოდ შეხვედრისთვის სერიოზულად მოკიდებაა საჭირო. ჩვენ ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია “ალავესის” მოთამაშეებისთვის “ნოუ კამპზე” კარგი შთაბეჭდილების მოხდენა“.

 

შანსი სათამაშო დროს მოკლებული მოთამაშეებისთვის

 

ტიტო ვილანოვამ ხვალინდელ შეხვედრაში 7 ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა, თუმცა მან 5 მოთამაშეს უხმო “ბარსა ბ”–დან. “ეს კარგი იქნება იმ მოთამაშეებითვის, რომლებმაც ტრავმები ახლახანს მოიშუშეს. მაგალითად ტიაგოსთვის და ადრიანოსთვის. ისინი სათამაშო დროს მიიღებენ. ასევე დავინახავთ, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს “ნოუ კამპზე” სარეზერვო გუნდის მოთამაშეები“.

 

მწვრთნელმა ასევე დაადასტურა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გუნდის კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს. რაც შეეხება დავიდ ვილიას, “ის უკეთაა, თუმცა სრულად გამოჯანმრთელებული არ არის“.

 

დეულოფეუ მზადაა

 

პრეს–კონფერენციის დასასრულს ტიტო ვილანოვამ ჟერარდ დეულოფეუზე ისაუბრა, რომელიც შეხვედრის განაცხადში მოხვდა: “მას უამრავი შეთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ასპექტი აქვს გასაუმჯობესებელი, რათა “ბარსას” პირველ გუნდში დაიმკვიდროს თავი. ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ ადაპტაციას გაივლის ის ასეთ შეხვედრებში. ის ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა“.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward