დღეს “ბარსელონა ბ-მ” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სეგუნდა დივიზიონის გუნდთან “რასინგთან”.
“რასინგი” სეგუნდაში წელს გადავარდა და ლა ლიგაში გამოცდილი ფეხბურთელებიც შეინარჩუნა. ამასთან მეორე დივიზიონში ამ გუნდს ყველაზე აქტიური და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. კატალონიელები კი გასვლაზე მოიკოჭლებდნენ და ამჟამადაც ასეთ თამაშს არავინ ელოდა.
მატჩი საკმაოდ აქტიურა და იწყეს კატალონიელებმა. ორი სამი გოლი გატანა თავისუფლად შეეძლოთ. საჯარიმოში პეტრიჩი წააქციეს, ბურთთან კი დეულოფეუ მივიდა და პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა. 16 წუთის შემდეგ რაფინიამ ცენტრიდან ლობატოს შესანიშნავი პასი მისცა. ამ უკანასკნელმა მცველი ჩამოიშორა და მაღალ კუთხეში დაურტყა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯერარდმა ისევ გაილაღა. რაფინიას პასით, დეულოფეუ ორ კაცში გაძვრა მოატყუა მეკარე, და მიუხედავად იმისა, რომ კარში ჩადგომა ორმა ფეხბურთელმა მოასწრო გოლი მაინც გაიტანა. პირველი ტაიმი ასეთი ლაამზი გოლით დასრულდა.
მეორე ტაიმში “ბარსელონა” მხოლოდ ბურთს ფლობდა, მაგრამ “რასინგი” შედარებით გააქტიურდა. შეექმენა რამდენიმე მომენტიც, თუმცა ფორვარდებმა ეს ვერ გამოიყენეს. 65-ე წუთზე, ლუის ალბერტომ ფლანგიდან პასით იხეირა და ანგარიში 4-0 გახადა. სამ წუთში კი პრესტიჟის გოლის გატანა მამადუ კონემ მოახერხა. მატჩი 4-1 დასრულდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ დეულოფეუ აღიარეს.