ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ აღრფთოვანებულია “ატლეტიკოს” გამოსვლით ამ სეზონში. სპეციალისტმა ასევე 1 დეკემბერს გასამართ დერბიზეც ისაუბრა. იტყობინება Goal.
“ატლეტიკო” ამ სეზონში ისე თამაშობს, როგორც ნამდვილ გუნდს შეეფერება, ამიტომ მათ რეალური შანსი აქვთ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება მოიპოვონ.
სიმეონეს გუნდი ჩვენს ლიგას უფრო საინტერესოს ხდის. ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ორი გრანდი – “ბარსელონა” და “რეალი”, “ატლეტიკო” კი ცდილობს მათ მიუახლოვდეს.
მე ძალიან მოხარული ვარ ამ გუნდის პროგრესით, ისევე როგორც პრიმერაში ასევე ევრო ასპარეზზე. ეხლა ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენი ხანი ითამაშებენ ისინი ასეთ დონეზე. რაც იქნება ის იქნება, “ატლეტიკო” მხოლოდ ქების ღირსია.” – განაცხადა დელ ბოსკემ.



