workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წლის სიმბოლური ნაკრების წევრობის კანდიდატი მცველები დასახელდა

წლის სიმბოლური ნაკრების წევრობის კანდიდატი მცველები დასახელდა

საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამ (ფიფა) და პროფესიონალური ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPro)-მ დაასახელეს იმ მცველების ვინაობა, რომელთაგანაც ოთხი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდება. 

 

20 ნომინანტის ვინაობა : ხორდი ალბა (ესპანეთი, “ბარსელონა”), გარეტ ბეილი (უელსი, “ტოტენჰემი”), ჯორჯო კიელინი (იტალია, “იუვენტუსი”), ჯონ ტერი (ინგლისი, “ჩელსი”), ეშლი კოული (ინგლისი, “ჩელსი”), ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი, “ჩელსი”),  დავიდ ლუისი (ბრაზილია, “ჩელსი”),  დანი ალვეში (ბრაზილია, “ბარსელონა”), პატრის ევრა (საფრანგეთი, “მანჩესტერ იუნაიტედი.”), რიო ფერდინანდი (ინგლისი, “მანჩესტერ იუნაიტედი.”), მეტს ჰუმელსი (გერმანია, “ბორუსია” დორტმუნდი), ვენსან კომპანი (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), ფილიპ ლამი (გერმანია, “ბაიერნი”), მარსელო (ბრაზილია, “რეალი”), ხავიერ მასკერანო (არგენტინა, “ბარსელონა”), პეპე (პორტუგალია, “რეალი”), ხერარდ პიკე (ესპანეთი, “ბარსელონა”), კარლეს პუიოლი (ესპანეთი, “ბარსელონა”), სერხიო რამოსი (ესპანეთი, “რეალი”), ტიაგო სილვა (ბრაზილია, “პსჟ”).

 

შეგახსენებთ, რომ ცოტახნისწინ ცნობილი გახდა 5 პრეტენდენტის ვინაობა მაგრამ მეკარის პოზიციაზე. სიმბოლურ ნაკრებში ნახევარმცველების ნომინანტების ვინაობა 26 ნოემბერს გახდება ცნობილი, ხოლო თავდამსხმელების 29 ნოემბერს. 

 

სიმბოლური ნაკრების სრული შემადგენლობა კი 2013 წლის 7 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გასამართ დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward