workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: “გვარდიოლა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს”

აგენტი: “გვარდიოლა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს”

კატალონიის “ბარსელონას” ექს-მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა უახლოეს პერიოდში დიდ ფეხბურთში დაბრუნებას არ ჩქარობს. ეს ინფორმაცია გვარდიოლას აგენტმა ხოსეპ მარია ორობიტგმა დაადასტურა. 

 

“მე მას დავუკავშირდი ორი კვირის წინ და მან მე მითხრა, რომ არ აპირებს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იანვარ-თებერვლამდე მიიღოს. 

 

არ არის მნიშვნელოვანი თუ რა ხდება ახლა საფეხბურთო სამყაროში. ის არ მიიღებს არანაირ გადაწყვეტილებებს არც საკლუბო დონეზე და არც სანაკრებოზე. გადამწყვეტ არჩევანს როცა დრო მოვა თავად გააკეთებს. 

 

ახლა პეპი საკუთარ ოჯახთან ერთად ისვეენებს. ის ძალიან ხშირად კითხულობს წიგნებს და უყურებს ფეხბურთს, მაგრამ სამუშაოზე ფიქრს მხოლოდ იანვარში დაიწყებს.” – დაასრულა გვარდიოლას წარმომადგენელმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward