მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სპარტაკი” – “ბარსელონა”. იცით თუ არა, რომ…

“სპარტაკი” – “ბარსელონა”. იცით თუ არა, რომ…

 

 – “ბარსელონას” შემდეგ ეტაპზე გასვლა მოსკოვში შეუძლია. მეორე ადგილი გუნდს გარანტირებული ექნება გამარჯვების შემთხვევაში, ხოლო ისეთ ვარიანტში, თუკი “სელტიკი”, რომელიც 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება დამარცხადება ან ფრეს ითამაშებს “ბენფიკასთან” კატალონიური გუნდი პირველ ადგილს გაინაღდებს.

 

 – “ბარსელონა” რუსეთში მე–8 შეხვედრას ჩაატარებს. კატალონიელებმა ამ შეხვედრამდე 1 გამარჯვება მოიპოვეს რუსეთში, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

 – მხოლოდ ვალდესი, პუიოლი და ჩავი დარჩნენ იმ გუნდიდან, რომელმაც 2002/03 სეზონში რუსეთში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

 

 – “ბარსელონა” კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება უნაი ემერის გუნდს. ბასკ სპეციალისტს “ბარსასთან” გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.

 

 – “სპარტაკს” დისკვალიფიცირებული ჰყავს ნიკოლას პარეხა, ხოლო “ბარსელონას” 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდა.

 

 – ალექს სონგი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას მიიღებს.

 

 – ხერარდ პიკემ დაზიანება “სპარტაკთან” შეხვედრაში მიიღო “ნოუ კამპზე”. იმ შეხვედრაში “ბარსამ” 3:2 იმარჯვა, სადაც გუნდს ვერ ეხმარებოდნენ კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა და ანდრეს ინიესტა, რომლებიც ახლა მწყობრში არიან.

 

 – რუსეთის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ “სპარტაკი” 19 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და 10 ქულით ჩამორჩება ლიდერს.

 

 – მატჩს ხორვატი ივან ბებეკი განსჯის, ის მეხუთედ მსაჯობს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. აქამდე “ბარსელონას” ან “სპარტაკის” მატჩში მას არ უმსაჯია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში