workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინსაურალდე: “მესის მაისური ძვირფასია ჩემთვის ისევე, როგორც მთელი ცხოვრება ჩემი მეხსიერება”

ინსაურალდე: “მესის მაისური ძვირფასია ჩემთვის ისევე, როგორც მთელი ცხოვრება ჩემი მეხსიერება”

მოსკოვის “სპარტაკის” ცენტრალურმა მცველმა ხუან ინსაურალდემ “სპარტაკის” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ლიონელ მესისთან იგი ამბობს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ჯერ კიდევ “ნოუ კამპზე” სტუმრობისას გაიცნო. 

 

“მე იგი ბარსელონაში გავიცანი, როცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის პირველ გასვლით მატჩს ვატარებდით. მე სასიამოვნოდ გამაკვირვა, რომ მესიმ ჩემთან თავი ისე წარმოიჩინა თითქოს ჩვენ ერთმანეთს 100 წელი ვიცნობდეთ. არც ერთი წვეთი ქედმაღლობისა. ლეო იყო კომუნიკაბელური და მეგობრული, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი არამედ მშვენიერი და შესანიშნავია პიროვნებაა. 

 

გავუცვალეთ თუ არა ერთმანეთს მაისურები ? დიახ. ეს მაისური ძალიან ძვირფასია ჩემთვის ისევე, როგორც მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი მეხსიერება. სხვათაშორის არგენტინაში მე და მესი ერთ კლუბში გამოვდიოდით – “ნიუელს ოლდ ბოიზში”. მაგრამ სხვადასხვა დროს, ის ჯერ კიდევ ბავშვობაში თამაშობდა იქ, მე კი უკვე საკმაოდ მოზრდილი ვიყავი როცა იქ თამაში დავიწყე.” – დაასრულა 28 წლის ფეხბურთელმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward