მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველს კირილ კომბაროვს, სჯერა და იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მისი გუნდი “ბარსელონას” წინააღმდეგ სასურველ შედეგს მიაღწევს.
“სელტიკმა” შესძლო და “ბარსელონა” დაამარცხა მიუხედავად 15%-იანი ბურთის ფლობისა, რატომაც არა, რომ ჩვენც იგივე გავიმეოროთ და გავიმარჯვოთ ?
აუცილებელია, რომ მოედანზე საჭირო განწყობით გავიდეთ, ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და გავიმარჯვოთ. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის – ამის შემდეგ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა.” – განაცხადა კომბაროვმა.
“სპარტაკი” – “ბარსელონას” დაპირისპირება 20 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.


