workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “მომავალში “ბარსელონას” გაწვრთნა მსურს”

სკოლარი: “მომავალში “ბარსელონას” გაწვრთნა მსურს”

 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ასევე “ბარსელონაში” მუშაობის სურვილი გამოხატა.

 

“მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი მესი, რონალდუ და ნეიმარი არიან. უახლოეს წლებში ნეიმარს შეუძლია მესიზე და რონალდოზე დაწევა და გადასწრება. ის ძალიან კარგად შეეწყობოდა “ბარსელონას”, რადგან შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს. ახლა ის ბრაზილიაშია, ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ.

 

პირადად ჩემთვის საუკეთესო პელეა და ეს ასე იქნება დიდი ხნის განმავლობაში. მომავალში ჩემი სურვილი “ბარსელონას” გაწვრთნაა, რადგან სანდრო როსელთან ნამდვილი მეგობრობა მაკავშირებს” – განაცხადა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward