“ბარსელონას” ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ გუნდმა სწრაფად უნდა მოაგვაროს დაცვაში არსებული პრობლემები.
“ჩვენი ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. მეტოქეები პრესინგს გვეთამაშებიან და წინ ამოსვლას გვაიძულებენ, ამიტომაც დაცვაში თამაში გვირთულდება” – აღნიშნა ჩამშლელმა ნახევარმცველმა “Cadena Cope”–თან ინტევიუში.
“სიტუაციის ასეთი განვითარება არ გვახარებს. ჩვენ გვიყვარს პასის თამაში, ამიტომაც თავისუფალი ზონები გვჭირდება. ჩვენთვის აუცილებელია საგოლე მომენტების გამოყენება, რომელიც ყოველ შეხვედრაში გვაქვს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი გოლის გაშვებაში დამნაშავე მცველების ტრავმებია. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს ამ საკითხში არ გვიმართლებს” – განაცხადა ბუსკეტსმა.



